სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გზა უნდა გაიაროს შავმა ჩანაწერმა საბოლოო ვარიანტამდე? - ის, რაც თქვენი ნამუშევრის რედაქტირებისას უნდა გაითვალისწინოთ
09-05-2023
-
+


გამოცდაზე გამსვლელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტების სწორად წერის უნარ-ჩვევები. როგორ უნდა დაიხვეწოს ნამუშევარი? რა გზა უნდა გაიაროს შავმა ჩანაწერმა საბოლოო ვარიანტამდე? - ამ კითხვებზე პასუხი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

ქვემოთ მოცემული რჩევები აკადემიური წერის სახელმძღვანელოდანაა. ისინი დაგეხმარებათ, თქვენი ნაწერი იყოს სრულყოფილი.

ნაწერის საბოლოო ვარიანტის შექმნამდე აუცილებელია, რამდენჯერმე წავიკითხოთ ტექსტი.

პირველი წაკითხვისას კრიტიკულად გადახედეთ ტექსტს. დარწმუნდით, რომ მსჯელობა ლოგიკური და თანმიმდევრულია, შეესაბამება დასახულ მიზნებს მოყვანილი მაგალითები. ის უნდა უკავშირდებოდეს მთავარ სათქმელს და არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი.

პირველი წაკითხვისას ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ტექსტის შინაარსობრივ მხარესა და ორგანიზებაზე. ამისთვის შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ყურადღებით გადაიკითხეთ მთლიანი ტექსტი, ყურადღება გაამახვილეთ მსჯელობის ზოგად განვითარებაზე. შენიშვნები შეგიძლიათ მიაწეროთ მინდორზე;
  • გადაამოწმეთ, რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს;
  • სწორედ ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციის ჩამატება, ჩასწორება, გადაკეთება ან ამოღება;
  • დაუკვირდით, რამდენად ნათლად არის განვითარებული მსჯელობა ანუ გამოკვეთილია თუ არა მთავარი აზრის შემცველი წინადადება, ამხსნელი და შემაჯამებელი წინადადებები;
  • შეამოწმეთ, დაცულია თუ არა ესეს ძირითადი სტრუქტურა ანუ შესავალში გამოკვეთილია თუ არა საკითხის არსი და მიზანი, განვითარებულია თუ არა ეს ძირითად ნაწილში და არის თუ არა ამომწურავი დასკვნითი მსჯელობა;
  • გაიაზრეთ, არის თუ არა ეფექტურად გამოყენებული გარდამავალი მსჯელობა და სათანადო ენობრივი საშუალებები;
  • დაუკვირდით, ხომ არ გადიხართ ერთი საკითხიდან მეორეზე მოულოდნელად და შემამზადებელი მსჯელობის გარეშე.

შესწორებული ვარიანტის შექმნის შემდეგ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტი, შემდეგ ეტაპზე კი ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ, ორთოგრაფიულ, სინტაქსურ და სტილისტიკურ შეცდომებს. გულდასმითა და ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული სიტყვა და წინადადება.

განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება მორფოლოგიურ, ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებზე.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ხშირად არ გაიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვა, ასეთი ტიპის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეცვალეთ ის სინონიმით.

კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული შემოკლებისა და ციტირების წესები.

ბოლოს შეამოწმეთ, რამდენად სწორად გაქვთ გამოყენებული პუნქტუაციის ნიშნები.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება