| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლაში ფიზიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად, აღნიშნული გლობალური დღის აღსანიშნავად, თავიანთი ნაშრომები წარადგინეს.
ფიზიკის მასწავლებელმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღის, რადიაციის, ნარჩენებისა და გლობალური დათბობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
„ინგლისური ენის მასწავლებელმა და მისმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედამიწის დღესთან დაკავშირებით მაღალ დონეზე შესრულებული პოსტერები, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ნარჩენების სხვადასხვა გზით გამოყენების შესახებ წარუდგინეს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე უპასუხეს კითხვებს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოავლინეს ინგლისური ენის და დედამიწის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის მაღალი დონე.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა უსარგებლო ნივთებისგან შექმნილი მასალის გამოყენებით, შემოსეს პირველი კლასის მოსწავლეები და მოაწყვეს პოდიუმი.
„დღევანდელი დღე ნაყოფიერად დასრულდა ჩვენს სკოლაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა