სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხისძირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების - ემილი სურმანიძისა და სანდრო გაბაიძის სპორტული წარმატება
25-04-2023
-
+


ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადობას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-2ბ კლასის (დამრიგებელი ნარგიზ  ხახუტაიშვილი) მოსწავლეების - ემილი  სურმანიძისა და  სანდრო გაბაიძის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ.  

ემილი ბათუმის, ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ტანმოვარჯიშეა. 2 აპრილს  მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირში -  „მხატვრული  ტანვარჯიშის  მარათონი  2023“ ჯგუფური და პირველი ადგილი მოიპოვა.

სანდრო ქობულეთის კომპლექსური სპორტსკოლის ფეხბურთელია. მწვრთნელები მასზე  დიდ  იმედებს ამყარებენ. 9 აპრილს გამართულ  შეჯიბრში ის გუნდის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია, პედაგოგები და მეგობრები სიამაყით ულოცავენ სპორტულ წარმატებას მე-2 ბ  კლასის წარჩინებულ  მოსწავლეებს - ემილი  სურმანიძეს და სანდრო გაბაიძეს. სკოლა ამაყობს  თქვენით. გვჯერა, კვლავაც  ბევრჯერ გაგვახარებთ წარმატებებით“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება