| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სადამრიგებლო საათები თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.
ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
დიდების მემორიალის ეზოში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა პოსტერი თემაზე - „დედამიწის სიცოცხლე ჩვენს ხელშია“ შექმნეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებების განხორციელებაში მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლაში მოქმედი სამოქალაქო კლუბი და დაწყებითი კლასების ხელმძღვანელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა