| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
აღნიშნულ დღეს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი - ნანა ცინცაძე უძღვებოდა.
„პედაგოგმა ლამაზად, შესაბამისი თვალსაჩინოებების გამოყენებით წარმოადგინა დედამიწის წარმოშობის უაღრესად საინტერესო ისტორია“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ასევე დაევალათ თითო ძირი ხის დარგვა და მისი მოვლა.
„მათ სიხარულით აიტაცეს აღნიშნული აქტივობა და გამოთქვეს მზაობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ დედამიწის მოვლა-პატრონობის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს მათ ასფალტი მოხატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა