სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო მენიუ“ – როგორ მივცეთ მოსწავლეებს დავალება ისე, რომ ყველასთვის შესაძლებელი იყოს მისი შესრულება?
30-04-2023
-
+


„სასწავლო მენიუ“ დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია და მისი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ის მოსწავლეებს არჩევანს სთავაზობს, აირჩიონ დავალება, რომელიც მათ ინტერესებს, მზაობასა და სწავლის სტილს შეეფერება.

მოსწავლეებს ირჩევენ შესწავლის ფორმას, დავალების ტიპსა ან ამ დავალე­ბის შესასრულებლად საჭირო დროს. სასწავლო მენიუ მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დავალებები მოსწავლეებს „მოარგოს“ და სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე ჩართოს.

პედაგოგი სასწავლო მენიუს შემუშავების შემდეგ მას მოსწავლეებს წარუდგენს, ბავშვები კი აირჩევენ დავალებებს და თავად განსაზღვრავენ მათი შესრულების თანამიმდევრობას. რაც შეეხება თავად ასარჩევ დავალებებს. სასწავლო მენიუში წარმოდგენილი უნდა იყოს სავალდებულო, არჩევითი და არასავალდებულო ანუ სურვილით შესასრულებელი დავალებები. სავალდებულო დავალებებში, ბუნებრივია, შეტანილი უნდა იყოს სავალდებულო აქტივობები, არჩევითში ყველა დავალების შესრულება არ არის აუცილებელი, არასავალდებულო დავალება დამატებით სასწავლო აქტივობებს მოიცავს, მათი შესრულება არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია.

სასწავლო მენიუზე მუშაობის დროს მასწავლებელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული მოსწავლეთა მონიტორინგის პროცესში, პასუხობდეს მათ კითხვებს და გასცემდეს ეფექტურ უკუკავშირს.

სასწავლო მენიუ ნამდვილად ეფექტური ინსტრუმენტია თუ გსურთ, მოსწავლეებს საჭიროებების მიხედვით, თავისზე მორგებული დავალებები შეასრულებინოთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი შედგენა დიდ ძალისხმევას და დროს მოით­ხოვს. ამიტომ, სასურველია, მასწავლებელმა ამ ინსტრუმენტის გამოყენება ხშირად თუ არა, გარკვეული პერიოდულობით მაინც მოახერხოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება