| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი ნინო სამხარაძე, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი ხელმძღვანელი, სკოლის ქიმიის პედაგოგი მაია აბესაძე იყო.
კონფერენცია პროექტის - „ახალგაზრდული ხმა ახალი ხედვა“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატით გაიმართა, რომლის თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო.
სკოლის წარმომადგენლები კონფერენციაში მონაწილეოისთვის ონლაინ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ქართული გუნდი: ინგა ხარჩილავა, კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიამ მამაგულაშვილი და სკოლის ხელოვნების პედაგოგი - ნინო ცარციძე იყო.
„მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქვთ საშუალება იდგნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ წარმომადგენლებთან ერთად და თავიანთი ხმა გააგონონ მსოფლიოს, ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა და პედაგოგთა მიღწევებს მუდმივად მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა