| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს წიგნის კითხვისადმი ინტერესს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. ისინი, მათ სხვადასხვა მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს აცნობენ და ღონისძიებებს მართავენ.
ამჯერად, სკოლაში მწერლის - ჰამო საჰიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც მე-12 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა - არეგნაზ ჩთჩიანმა ლექსები მოამზადეს.
ღონისძიებაზე მათ ასევე მუსიკალური ნომრები - ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ თემატური სლაიდები წარადგინეს.
აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ
ღონისძიებაში ასევე სკოლის დირექტორი - ლენა კარაპეტიანი მონაწილეობდა, რომელმაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ ლექსი ძალიან ლამაზად წაიკითხა.
ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.
„ჰამო საჰიანის პოეზია აგრძელებს მკითხველის კვებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა