სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი გაკვეთილი
20-04-2023
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობით გაჯერებული გაკვეთილით აღინიშნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მე-4 კლასში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - თეა ადეიშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განსაკუთრებული, შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეებმა ლექსის - „ასეთი საქართველო მინდა“ სტროფებად აკინძეს ის ოცნებები და სურვილები, როგორიც უნდათ, რომ იყოს მათი სამშობლო.

„ა... სეთი საქართველო მინდა!...    ბ... ევრი ქართულით და ერით...

გ... ულით სიყვარული მინდა...    დ... ედა ენითა და ბერით...

ე... რთი მუჭა მიწა მინდა...            ვ... აზის მტევნებით და მთებით...

ზ... ეცად მეცხრე ზეცა მინდა...      თ... ავის ცისარტყელის ფერით...

 ი... სლის ქოხი მინდა ტყეში...       კ... ეთილ ფეხითა და ჭერით...

ლ... ლოცვად საქართველო მინდა... მ... მისი ტაძრებით და მრევლით...

ნ... ანა არ მოშლოდეს შვილებს...     ო... რმო სავსე იყოს ქერით...

 პ... ურიც მინდა ღვინის თასიც...     ჟ... ამთა კურთხეული უფლით...

რ... ამაც მოგვიყვანა დღემდე...         ს... ანთლით ხელში წმინდა სულით...

შ... ენთან ჩახუტება მინდა...             ტ... ოტად საქართველოვ ფესვით...

უ... ფლის მინდა ხელი შენთვის...    ფ... იცი ღვთისმშობლის ფეხრთით...

 ქ... არიც მინდა შენი... წვიმაც...        ღ... ამეც ალუბლების კვერთხით...

ყ... ანის სუნი მინდა შენი...                შ... აშვის გალობით და სტვენით...

ჩ... ჩუმი დატირებაც მინდა...             ც... ამდე... წინაპრებზე ცრემლით...

ძ... ველი ისტორიაც მინდა...              წ... მინდა სალოცავთა ბედით...

 ჭ... ილოფს გავიყოფდი შენთან...       ხ... ალხის მომლოცველი ხმებით...

 ჯ... ვარსაც გავეკვროდი შენთვის...    ჰ... ამაკს დაგირწევდი ძვლებით...“

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება