სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერის სული არის ენა“ - ბავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
20-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლოზუნგით - „ენა ერის სულია და ერის სული არის ენა“.

მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართულ ენაზე წამოთქვეს ქართველი პოეტების დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და საცეკვაო ნომრები. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღბის მიღმა არ დარჩენილა „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი, რომლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს. 

ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი ჯული ველელი შირინიანი ხელმძღვანელობდა. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება