სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო ბიბლიოთეკაში დედანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს 
20-04-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ისინი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებაზე მათ ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწერე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

„ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებიც. ისინი ცარიელი ხელით არ იყვნენ მოსულები, დაასაჩუქრეს ბავშვები და დედაენის დღე მიულოცეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენის პედაგოგები: ლია ტონოიანი და თეონა ლომიტაშვილი იყვნენ.

„დიდი მადლობა ნინოწმინდის მერიას და მათ წარმომადგენლებს, ასევე მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას,ასეთი თბილი და ლამაზი მასპინძლობისთვის“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება