| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი ჩართულობით საინტერესო პრეზენტაციები და პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლაში მე-11ა და მე-11ბ კლასების მოსწავლეებმა კონფერენცია თემაზე - „ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში“ ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი: საზოგადოებაში სოციალური ცნობიერების ამაღლება ბულინგის, როგორც აგრესიული ქმედების, მისი სახეების შესახებ; ჩაგვრის პრევენცია და ამ პრობლემის გადასაჭრელად ეფექტური გზების ძიება იყო.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები:
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესოდ იმსჯელეს და სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
„მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებით დაასაბუთეს, რომ აუცილებელია ბავშვების გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა,რათა ზრდასრულობაში მძაფრი გამოვლინება არ ჰპოვოს და ისეთი ფატალური შედეგით არ დასრულდეს,როგორიცაა - მოძალადედ ჩამოყალიბება.საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აღკვეთოს ბულინგის ნებისმიერი ფორმა და გადაჭრით თქვას - „არა ძალადობას !“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ მნიშვნელოვან საკითხების შესახებ საჭირო ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა