სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ქანდის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
19-04-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. პედაგოგები მოსწავლეებს დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრები კი სასკოლო სივრცეში გამოიფინა. მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლების ყურადღბის მიღმა არ დარჩენილა „დედა ენის'„ სახელმძღვანელოს შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი, რომლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ცალკე გაზეთი მიეძღვნა. მოსწავლეებმა ასევე აღრიცხეს ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები, ბოლოს კი თანატოლებს ქართულად მეტყველებისკენ მოუწოდეს. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება