| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, დედაენის დღის მნიშვნელობასა და იაკობ გოგებაშვილის, როგორც „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგული ბოლქვაძე და დაწყებითი კლასების მასწავლებლები - ციური კაკალაძე, მედეა აბულაძე, დავით ხარაბაძე და ავთანდილ ძირკვაძე.
სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს და წარმატებებს უსურვებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა