სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N3 სკოლის მოსწავლე ნინო გერაძე საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აშშ-ში მიემგზავრება
19-04-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გერაძე ცოდნის მიღებასა და განვითარებაზეა ორინეტირებული. 

ის სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად და დიდი მონდომებით ერთვება. ამჯერად კი, ის ერთ-ერთი პროექტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავს. 

ნინო გერაძე სკოლისა და მასწავლებლების მიმართ მადლიერებას წერილის საშუალებით გამოხატავს. 

„მე ვარ ნინო გერაძე, მუხრანის N3 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე. ჩემი ჰობია ლიტერატურის კითხვა, ასევე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში უკეთ გარკვევა. ვცდილობ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენო, დავდივარ მუსიკის გაკვეთილებზე და ვსწავლობ ქართულ ხალხურ საკრავებს. ხშირად ვარ მონაწილე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებისა, ეს მცირე ინფორმაცია ჩემს შესახებ, ახლა ჩემი სკოლის შესახებ მოგიყვებით.

როგორც გითხარით, ვსწავლობ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში, ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველთვის დიდი სკოლების ჩრდილში. ბავშვობიდან მქონდა და მაქვს მიზანი, ჩემი სკოლა საქვეყნოდ გავხადო ცნობილი. დავაფასო ძვირფასი დირექტორის და მასწავლებლების შრომა. გამოვიყენო ცოდნა, რომელსაც იცინი მაძლევენ უკვე რვა წელია. ჩვენს სკოლას თავისუფლად შეგვიძლია ოჯახი დავარქვათ, ოჯახი რომელიც ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებების ავტორია; აქ, სუფევს ისეთი გარემო სადაც თუ ფეხს შედგავ უკან გამოხედვა აღარ მოგინდება. 

შეძლებისდაგვარად, ყველა პროექტში ჩვენს სკოლაზე ვსაუბრობ, ახლაც საზღვრებს გარეთ გამაქვს ჩვენი ხმა და სახელი. ერთ-ერთი პროექტიდან მივდივარ ამერიკაში, სადაც პრეზენტაციას მოვაწყობთ რამდენიმე გამარჯვებული მოსწავლე. აუცილებლად ვახსენებ ჩვენი სკოლის შრომას, არ გამოვტოვებ არც ერთ მასწავლებელს და ადამიანს, რომელმაც ჩემი განვითარებისთვის მცირედი წვლილიც შეიტანა.

ამ წერილით მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს და ადამიანს, რომელიც ყოველთვის ჩვენი სკოლის კეთილდღეობაზე ფიქრობს, ჩვენს საყვარელ დირექტორს. მადლობა თქვენ, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველგან ჩვენს სკოლას ვასახელებ“,- ვკითხულობთ მადლობის წერილში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება