სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N124 საჯარო სკოლაში სახელმწოფო ენის კვირეული გაიმართა
19-04-2023
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, სახელმწოფო ენის კვირეული გაიმართა, რომელიც სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. 

კვირეულის მეოთხე დღეს მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა და ხელმძღვანელმა, მანანა ბაქრაძემ ლურჯ სუფრასთან სასკოლო საზოგადოება მიიპატიჟეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოკლედ მიმოიხილა ყველა ის საკითხი, რაც ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთ ნიმუშს, ლურჯ სუფრას უკავშირდებოდა.

აქტივობაში მოსწავლეებიც მონდომებით ჩაერთნენ, მათ დამსწრე საზოგადოება ცეკვებითა და სიმღერებით მოხიბლეს.

კათედრის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მანანა ბაქრაძეა.

„ვიცით, რომ ბევრს მოსწონს ლურჯი სუფრა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი წარმომავლობა და ორნამენტების დანიშნულება. „ქორბუდა ირემი ჩვენს მითოლოგიაში სიცოცხლის ხესთან ასოცირდება, ჩიტი ამ სიცოცხლის ხის ფრინველია, თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლოა. ტყუილად არაფერი კეთდებოდა, ქართულ ლურჯ სუფრაზე პაწაწინა ჯვრებსაც აბეჭდავდნენ ოსტატები..." სადღეგრძელოები უხდება ლურჯ სუფრას, ჰო, და მეშვიდეკლასელებმა უამრავი ლამაზი სადღეგრძელო მიუძღვნეს, საქართველოს, დედაენას, გმირ წინაპრებს, აღმზრდელ ბებია-ბაბუებს, მშობლებსა და მასწავლებლებს. უმღერეს დედაენასა და დაღლილ მზეს, ჩვენს ტკივილს - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.ლამაზი ქართული ცეკვითა და მთიულურით მოხიბლეს დამსწრე საზოგადება.

კვირეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სრულად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება