სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებისთვის ნავენახევის მღვიმეში სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
19-04-2023
-
+


„ექსკურსია ყოველთვის იყო და იქნება მოსწავლეებისათვის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აქტივობა. ის არის საგაკვეთილო პროცესი, განსხვავებულ გარემოში, ღია ცის ქვეშ. ის ემსახურება არა მარტო თვალსაწიერის გაფართოებას, ინფორმაციის აღქმას, ანალიზს და შესწავლილი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრას, არამედ სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნევენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

28 მარტს, ნახშირღელის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ირინე არევაძისა და მშობელთა ჩართულობით, მოაწყვეს სასწავლო ექსკურსია ნავენახევის მღვიმეში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ მათი მშობლიური კუთხის ბუნებრივი ძეგლი, გადაეღოთ ფოტოები, შეეგროვებინათ ინფორმაცია, წარმოდგენა შეექმნათ დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი ძეგლების შესახებ.

„ექსკურსიის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მღვიმე. დიდი ინტერესით გააკეთეს ჩანაწერები.. მეორე ეტაპზე მესამეკლასელები შეაჯერებენ ინფორმაციებს და ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ნახატებისა და ფოტოების გამოფენას მოაწყობენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება