სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძველი და ახალი თეატრი“ - კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
19-04-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია IVბ კლასში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი თემაზე - „ძველი და ახალი თეატრი“. 

საინტერესო გაკვეთილი მეოთხეკლასელებს მასწავლებელმა - ანნა ხახუტაიშვილმა შესთავაზა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ძველი და ახალი თეატრის შესახებ.

კლასი გაიყო ორ ჯგუფად, პირველმა ჯგუფმა განიხილა თუ როგორი თეატრი იყო ადრე, მეორე ჯგუფმა როგორია დღეს...

მოსწავლეებმა ისაუბრეს უძველესი თეატრის წარმოშობაზე სად და როდის წარმოიშვა... აღნიშნეს, რომ ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს.

„თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია რუსთაველის თეატრი– ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან („ამირანი“, „აბესალომ და ეთერი“, „ავთანდილი“ და „თავფარავნელი ჭაბუკი“). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

მეორე ჯგუფმა ისაუბრა თანამედროვე თეატრზე...

„დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები; ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან“,- ისაუბრეს მოსწავლეებმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება