| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე VII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - „ძეგლო ძლიერო, წინ გამხედავო“, გამართეს დისკუსია, იმსჯელეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე, გამოსცეს კედლის გაზეთი - „ენა დედაა ერისა“, ასევე განიხილეს ქართული ენის დამწერლობის მნიშვნელობა ქართულ სიმღერებში.
ბოლოს მოაწყვეს პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და გაწეულ სამუშაოზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ქართული ენისა და დამწერლობის ისტორის შესახებ.
პროექტს ხელმძღვანელობდა VII კლასის დამრიგებელი ნინო ბირჩაძე.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა