სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში
19-04-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში, დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართულ დამწერლობის ისტორიაზე ისაუბრეს, ასევე გაიხსენეს ქართველი საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, მისი მოკლე მოთხრობები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები დედაენაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა ნახატების გამოფენას. 

ბავშვებმა, თავიანთი ნამუშევრები, თემაზე -  „ჩემი დედაენა“, სკოლაში გამოფინეს. 

გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება