| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესისკენ არიან მიმართულნი.
ამჯერად, მე-8 კლასში, ბიოლოგიის გაკვეთილი საინტერესოდ, სწავლა - კეთებით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო თემები გახლდათ: პულსი, სისხლის წნევა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
გაკვეთილს პედაგოგი ნინო შაინიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილს ასევე მიწვეული სტუმარი, სკოლის ექთანი მადონა ხაჯიშვილი ესწრებოდა.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ, გაკვეთილზე განხორციელებული თეორიული თუ პრაქტიკული აქტივობების განხორციელების შემდგომ, ისწავლონ, გაიზომონ ან გაუზომონ პულსი და წნევა ადამიანებს.
ბავშვებმა ხალისით ისწავლეს, შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ყველა მითითებული აქტივობა შეასრულეს.
„მადლობა სკოლის ექთანს საინტერესო პრეზენტაცისათვის და საგნის მასწავლებელს აქტუალურ თემაზე დაგეგმილი გაკვეთილისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა