სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება კვახჭირის საჯარო სკოლაში 
18-04-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში, არაერთი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ - ციური ჩაფიძესთან ერთად მოაწყვეს და დედის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

„ყველაზე წრფელი, ყველაზე წმინდა სიყვარულია დედაშვილობა“, - ასეთი გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი ღონისძიებიდან.

აღნიშვნას, პედაგოგი თინათინ ყუფარაძე და მისი სადამრიგებლო, მე-5 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას დედის დღე ორიგინალურად მიულოცა.

„დედის თბილ ხელებს!...
ია ამოდის დედის ცრემლზე!...გამიგონია,
შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,
დედის კალთაში თავჩადებულს... არ გეშინია,
თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოდ!
როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...

დედის დღეს გილოცავთ მე და ჩემი მერცხლები!“ - ამბობს პედაგოგი.

მილოცვას არც სკოლის პატარები, 1-ელი კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი სოფიკო აბესაძე გამოაკლდნენ, მათაც დედის დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ქალბატონ პედაგოგებსა და დედებს მიულოცეს.

ღონისძიებაში მე-2 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მასწავლებელ თამუნა ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან სწორედ კარგი განწყობა და საინტერესო სასწავლო პროცესი უწყობს ხელს მოსწავლეთა გააქტიურებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება