| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავავლეებს არაერთ სპორტულ ღონისძიებაში რთავენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას აღწევენ.
მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ფრენბურთის შეჯიბრში.
9 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტში სავანეს საჯარო სკოლაში გაიმართა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების ფინალური ეტაპი ფრენბურთში ვაჟთა შორის.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ზესტაფონისა და სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდები, რომელიც მაღლაკელთა გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, მედლები და სიგელები. მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ გუნდის მწვრთნელები - გივი გუდაძე და იოსებ ფხაკაძე.
მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი ასპარეზობას ზონალურ თამაშებში გააგრძელებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა