| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მაცაცო პაიჭაძე - ონიანი გახლავთ, დედაენის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა კორესპონდენტების როლი მოირგეს და სკოლის წარმომადგენლებს, როგორც რესპონდენტებს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კითხვები დაუსვეს.
მათ ასევე თემატური პლაკატები დაამზადეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა