სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნაში“ წინასააღდგომო საქველმოქმედო ღონიძიება გაიმართა
18-04-2023
-
+


კერძო სკოლაში- „ცოდნა“ მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად კი, წინასააღდგომო საქველმოქმედო ღონიძიება გაიმართა. აქვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმათულებაა საქველმოქმედო აქტივობებია.

წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვის სლოგანი იყო „სიკეთე გვახალისებს“. ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი - დირექცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია დიდი ხალისით ჩაერთო.

სკოლაში მოსწავლეთა ხელით დამზადებული ულამაზესი სააღდგომო დეკორაციები, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, ნახატები, სამკაულები და უგემრიელესი ტკბილეული გამოიფინა. 

ღონისძიების მეორე დღეს სკოლის წარმომადგენლები - დირექტორი ნაზი ნადირაძე, მენეჯერი თიკა ნოზაძე, მასწავლებლები - მარიამ ნადირაძე, მედეია ბოლქვაძე, სალომე ქევხიშვილი, ქეთა ჭუმბურიძე, მოსწავლეებთან ერთად, ავჭალის სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისსა“ და თემში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ. მათ სააღდგომო საჩუქრებით, სიმღერებითა და ლექსებით ერთი დღე გაულამაზეს.

„სიკეთე ჩვენი ცხოვრების მარადიული, უმაღლესი მიზანია“. კერძო სკოლა „ცოდნა“ ყოველთვის დგას სიკეთის სადარაჯოზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო 
ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება