სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „მარიტა“ დაიდგა
18-04-2023
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VIIIბ კლასში მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობითა და მუსიკის პედაგოგ რუსუდან აბაშიძის ჩართულობით, სპექტაკლი - „მარიტა“ დადგეს.

სპექტაკლი მერვეკლასელებმა გიორგი ლეონიძის მოთხრობის - „მარიტა“ მიხედვით გაითამაშეს.

მათ სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენამ საინტერესოდ და ემოციურად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რასაც მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება