| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებსა და გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - ნიკოლოზ კალანდაძემ პროექტული სწავლების ფარგლებში, ხეხილის მყნობა რამდენიმე ხერხით შეასწავლა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს სამეწარმეო საქმიანობის უნარები განუვითარდათ.
„მათ ასევე შეიძინეს ცოდნა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ, სკოლის ეზოს კი დაამშვენებს ნორჩი და მრავალფეროვანი ხეხილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში მეათეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საჭირო უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა