სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარიზის, რატევანის და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლების მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
13-04-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის, რატევანისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლების მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ.

ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ირინა მიქავასა და ნიკა კრაწაშვილის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის ორდღიანი სკოლა - Youth for European Future/ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის, გაიხსნა.

შეხვედრაში რატევნის საჯარო სკოლის, ფარიზის საჯარო სკოლის, და იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ინფორმაცია ევროკავშირის შექმნის ისტორიის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ გაიგეს, ასევე, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიას გაეცნენ.

გარდა ამისა, პრაქტიკული რჩევები სრულიად დაფინანსებული საერთაშორისო მოკლევადიანი და გრძელვადიანი Erasmus+ პროგრამების, ახალაგზრდა ევროპელი ელჩის პროგრამის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლისა და ახალგაზრდებისთვის სხვა შესაძლებლობების შესახებ მიიღეს.

ბოლოს, სპეციალურად შექმნილი kahoot.it პროგრამის საშუალებით,  ევროკავშირის შესახებ, ორ თემატურ ქვიზში ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება