| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.
ამჯერად, მათ პედაგოგ მარინე ჩიქობავას ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გამართეს, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„ვეფერებით ჩვენს ანბანს და გვახსენდება გალაკტიონის ნათქვამი სტრიქონები: „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი... ეს რა დაუტოვებიათ ჩვენს წინაპრებს, რა სიმდიდრე, რა ღვთაება“, - ამბობს Iბ კლასის ხელმძღვანელი მარინე ჩიქობავა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ორიგინალურად და განსხვავებულად ეზიარნენ ქართული ანბანის სიტკბოებას.
მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
„მათ საკუთარი ხელებით, უდიდესი რუდუნებითა და სიფაქიზით მოამზადეს ქართული ანბანის ნაქარგ-ნაჩუქურთმები ასოები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა