სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარემოზე ზრუნვა - ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვაა“ - რუისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-04-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის VIIა და VIIბ კლასების მოსწავლეებმა, საგანში - „მოქალაქეობა“, სასწავლო პროექტი - „გარემოზე ზრუნვა-ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვაა“, განხორციელეს.

პროექტი 12 აპრილს ჩატარდა და მას მასწავლებელი მარიკა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნა, რომ გარემოზე არაჯეროვანი ზრუნვა საფრთხეს უქმნის როგორც საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე მომავალს.

მოზარდებმა, ეკრანზე ნახეს კადრები: მყარი ნარჩენების გადამუშავება, როგორ შეიძლება ნარჩენების მართვა, რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მეორე სიცოცხლე აჩუქეს და პრეზენტაციის სახით საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები წარმოადგინეს.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების ერთმა ნაწილმა ნამუშევრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნა.

მოსწავლეებმა, შეძლეს უსარგებლო ნარჩენები საინტერესო დეკორატიულ ან საყოფაცხოვრებო ნივთებად ექციათ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტმა, მიზანს მიაღწია - მოსწავლეებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის საკითხში. გაუჩნდათ პრობლემის გადაჭრის იდეები და ინიციატივები. საბოლოოდ კი გააკეთეს დასკვნა, რომ შეუძლიათ იყვნენ „პატარა“, აქტიური მოქალაქეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება