| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე პროექტი - „რელიგია ჩემი მრწამსია“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო განსხვავებული აღმსარებლობის მოსწავლეების, ერთიანი მორალური პრინციპების გაერთიანება და გათავისება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ორი აღმსარებლობის მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვები ორივე რელიგიას დიდ პატივს სცემენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები წლებია მეგობრული და ტოლერანტული ურთიერთობით მოდიან. გამომდინარე იქედან, რომ ორივე რელიგიის უდიდესი დღესასწაულები გაზაფხულზეა, მნიშვნელოვანი თარიღები მოსწავლეებმა ერთობლივად აღნიშნეს.
„ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ვართ მეგობრულები, გვიყვარს ერთმანეთი და მეგობრულად შეგვიძლია თანაცხოვრება“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა