სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“- წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა პროექტი
13-04-2023
-
+


წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს მართავენ. 

ამჯერად კი, მე-10 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში და სამოქალაქო განათლებაში განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“ პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოსწავლეები აღნიშნული პროექტის შემდეგ სამ თემაზე ჯგუფებად მუშაობდნენ:

  • ჩემი რეგიონის/ქალაქის/სოფლის კულტურული მემკვიდრეობა;
  • რეგიონში/ქალაქში/სოფელში მოღვაწე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლები და ხალხური რეწვის ტრადიციული დარგების ოსტატები;
  • ჩემი რეგიონის/ქალაქის/სოფლის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კულტურული მემკვიდრეობის შერჩეულ ძეგლებზე ინფორმაცია საისტორიო და სახელოვნებათმცოდნეო წყაროებში მოიძეს, დაამუშავეს. გარდა ამისა, შემდეგი საველე სამუშაო ჩაატარეს - ძეგლების მოინახულეს, აღწერეს, ჩანახატები გააკეთეს, ფოტოები და ვიდეო მასალა გადაიღეს.

მათ არსებული ინფორმაცია გაანალიზეს და ხელოვნების წარმომადგენლებსა და ოსტატებს შეხვდნენ, ინტერვიუ ჩაწერეს. მოსწავლეებმა კონკრეტული ძეგლები/არტეფაქტები/ექსპონატები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის განმავლობაში შექმნილი პროდუქტები - ორენოვანი ფლაერები, გიდიის ტექსტები, ბუკლეტები, მარშუტები, პრეზენტაციები წარადგინეს. მათი ნამუშევარი შეგიძლით ბმულებზე იხილოთ - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.

გარდა ამისა, შექმნეს ბლოგი, რომელზეც სკოლაში მიმდინარე და მომავალ წლებში განხორცილებული პროეტები აიტვირთება.

პროექტის ორგანიზატორი მასწავლებლები - ნინო ცარციძე, კახაბერ მაჭარაშვილი და მე-10 კლასის დამრიგებელი თეონა ღუღუნიშვილი იყვნენ. ის სკოლის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება