სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნოდარ  დუმბაძე მზიანი გულის შემოქმედია“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-04-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლის  მე-7ა კლასის  მოსწავლეებმა, მასწავლებლების -  ნათია ავალიანისა და ეკატერინა აბულაძის  ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „ნოდარ  დუმბაძე მზიანი  გულის  შემოქმედია“.

„გაკვეთილზე საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების მცირე ნაწილი კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, ხოლო უფრო მცირე  ნაწილს აქვს  ნანახი ქართული მხატვრული ფილმები და  სპექტაკლები. სწორედ, ამიტომ  გადავწყვიტე პროექტის  განხორციელება. ამ  პროექტის ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეები იცნობდნენ ქართველი მწერლების შემოქმედებას, კერძოდ  ნოდარ დუმბაძის გამორჩეულ ნაწარმოებებს“,- აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დასძენს რომ, პერსონაჟებისა და მათი იდეების გათავისება, ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაცია, პრეზენტაციის  უნარის გამომუშავება და ჩამოყალიბება, სწორედ ამას ემსახურება პროექტი, რომლის  ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი -„მე  ბებია  ილიკო და  ილარიონი“.

„ამ პროექტით მოსწავლეები გაიაზრებენ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იუმორს ცხოვრებაში, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და მწერლის მსოფლმხედველობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება