| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში უცხური ენების სიღრმისეულ სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის საბავშვო უნივერსიტეტის TSU Juniors-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც 14 მარტს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას სრულიად უფასოდ დაესწრონ აკადემიური წერის სესიებს - Academic Writing Sesions და გაიუმჯობესონ წერითი უნარები ინგლისურ ენაში.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის არიან ქვედა სამებას საჯარო სკოლის ორი მეათეკლასელი: ნუცა ხალვაში და საბა სანიკიძე.
„როცა გავიგე რომ მქონდა შესაძლებლობა და შანსი ისეთი უნარების ათვისებისა, როგორიც აკადემიური წერაა, წარმოუდგენელი ბედნიერება დამეუფლა.
ტესტის კეთებისას ცოტა ვღელავდი, მაგრამ მჯეროდა ჩემი თავის. ადრე თუ სხვებისაგან ვისმენდი ასეთ წარმატებას, ახლა მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რაც ნამდვილად მაძლევს მოტივაციას, რომ ვაკეთო უფრო და უფრო მეტი, საკუთარი და ჩემი სკოლის წარმატებისათვის. ჩემი პატივისცემა და მადლობა თსუ-ს და საბავშვო უნივერსიტეტს“, -აღნიშნავს საბა სანიკიძე.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პედაგოგი ლელა ვერულიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა