| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.
პატრიოტული ღონისძიება ისტორიის პედაგოგმა - ნათია ტაბატაძემ ჩაატარა და მოსწავლეებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას.
„ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის მტკივნეული დღე განუახლა“- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა