სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე მასშტაბურ სასკოლო კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
13-04-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას აქტიური, პროფესიონალი, მოსწავლეთა, პედაგოგთა და საკუთარ განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე ჰყავს. 

ის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტში ერთვება და რიგი ღონისძებების ინიციატორი თავადაცაა. ამჯერად, ფაქიზო ფანჩულიძე საინტერესო მოხსენებით - „საგანმანათლებლო ლიდერი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში“ საქართველოს განათლებისა და ბათუმის N16 საჯარო სკოლის ერთობლივ მასწავლებელთა მასშტაბურ სასკოლო კონფერენციაზე წარდგა.

აღნიშნული კონფერენცია - „21-ე საუკუნის თანამედროვე სკოლა და მასწავლებელი“, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში ჩატარდა. ის, საქართველოს მასშტაბით, 60 დირექტორს და 300 პედაგოგს მასპინძლობდა.

მომხსენებელთა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ ფაქიზო ფანჩულიძის მოხსენება იყო. მან ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში განხორციელებულ ინოვაციურ სასკოლო პროექტებზე ისაუბრა, რომელთაც განსაკუთრებით ხელი შეუწყვეს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლის პროცესში დანერგვას.

კონფერენციაზე ფაქიზო ფანჩულიძემ და განათლების აკადემიის ხელმძღვანელმა მარიამ გეთიაშვილმა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი მასწავლებელთა მასშტაბური კონფერენციის ჩატარება დაანონსეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება