სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
13-04-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის და მისი თავმჯდომარის - ნინო კვიციანის თაოსნობით, პროექტის- „მუზეუმების სკოლას“ ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გაიმრთა.

სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სვანეთის ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმის დირექტორი, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოს წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად კვიციანი ონლაინ შეხვდა.

კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულმა ონლაინ შეხვედრამ მოსწავლეები დააინტერესა. ზვიად კვიციანმა სვანეთის მუზეუმის დაარსებისა და იქ განთავსებული მატერიალური, თუ არამატერიალური კულტურული საგანძურისა და საერთაშორისო მასშტაბით მისი მნიშვნელობის შესახებ საინტერესოდ და ვრცლად ისაუბრა. 

„მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა ბატონმა ზვიადმა. მანვე შესთავაზა მოსწავლეებს თანამშრომლობა. ამისთვის გაუზიარა საკუთარი ელ.ფოსტა, რათა ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ მოსაზრებას უპასუხოს ამომწურავად .შეხვედრა შეაჯამეს და ბატონ ზვიად კვიციანს მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებმა მარინე ფიფიამ და ნინო კვიციანმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება