სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“ - შავღელეს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-04-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად ისახება. 

12 აპრილს, მოსწავლეთა აქტიურობით განხორციელდა ორკვირიანი პროექტის პრეზენტაცია.

პროექტი სახელწოდებით - „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“ მეტად აქტუალურ და სენსიტურ საკითხს ეხებოდა, რაც იძლეოდა ინტერდისციპლინარული კავშირის დამყარების საშუალებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს სვადასხვა საგნში შესწავლილი მასალის ანალიზი, კავშირი, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის ტრანსფერს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა და განივითარეს პრაქტიკული უნარები, განიხილეს სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტები, ქართული და უცხოური ლიტერატურიდან მოამზადეს ესეები თემაზე -  „ნუ იქნები მჩაგვრელი“, წარმადგინეს პოსტერები, მოამზადეს ვიდეორესურსები, წარმოდგენილი იყო როლური თამაშები. აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათ შეძლეს აქტიური მოქალაქის როლის მორგება, შეძლეს საკითხის გაანალიზება, მიზეზების და შედაგების ახსნა, გაიაზრეს დემოკრატიული ფასეულობების პოპულარიზაციის მნიშვნელობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საბოლო ჯამში კათედრებთან თანამშრომლობით, პროექტი წარმატებით განხორციელდა.

„ინტერდისციპლინარული კავშირები საშუალებას იძლევა, მოსწავლემ სხვადასხვა საგნის ჭრილიდან დაინახოს საკითხი“,- დასძენენ სკოლაში. 

პროექტს ორგანიზება გაუწიეს მოქალაქეობის, ისტორის, ქართული და უცხოური ენის პედაგოგები.

„ყურადსაღებია ის ფაქტი რომ პროექტის განხილვის დროს სტუმრად გვეწვია ჩვენი რეგიონის უფლებათა დამცველის წარმომადგენელი თამთა ალანია, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა უფლბათა დაცვის შესახებ. მადლობას მას მობრძანებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი მედეა გათენაძე და ქეთო დარჩიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება