სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაილოცოს დედაენის შემომქმედი“ - შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი პატარა ფოთის საჯარო სკოლაში 
13-04-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს. 

14 აპრილს დედაენის დღეა, რომელსაც პატარა ფოთის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

დედაენის კვირეულთან დაკავშირებით, პატარა ფოთის საჯარო სკოლის II კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „დაილოცოს დედაენის შემომქმედი“. 

პედაგოგები მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ქართული ენის სიწმნიდის დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსწავლეებმა ასევე პატივი მიაგეს „დედაენის“ შემოქმედს - იაკობ გოგობაშვილს, რომლის სახელმძღვანელოთიც ქართული ანბანის სწავლას იწყებენ.

„ჩვენთვის ძვირფასია „დედაენა“, რადაგან იაკობ გოგებაშვილმა „დედაენით“ გადაარჩინა ქართული სიტყვა, ქართული ანბანი, ცოდნის სასახლის კარი ნაზ ყვავილს „ია“-ს შეაღებინა, მოსწავლეებმა ლექსებით, ლამაზი ფრაზებით საინტერესო და სახალისო დღე გვაჩუქეს“,- გვეუნბენიან სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგნის ინტეგრირება წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მეთოდით - გაჩერებებით სწავლა. I გაჩერება ქართული - ლექსები, ფრაზები და ხელთნაკეთი წიგნები, სადაც მოსწავლეებს გოგებაშვილის მოთხრობები ჰქონდათ ჩაწერილი და ილუსტრირებული.

II გაჩერება ხელოვნება - მოსწავლეებმა პედაგოგები ფერთა სამყაროში ამოგზაურეს. ფერთა ერთობლიობა, კარნახით ხატვა, ხალისით შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები.

III გაჩერება მუსიკა - საინტერესოდ იყო გაფორმებული თითოეული აქტივობა შესაბამისი რესურსით. მოსწავლეებმა ხალისით გაართვეს თავი. შეასრულეს სიმღერა ანბანზე, რომელიც პლასტიკითა და ინსცენირებით დაასრულეს.

„საბოლოოდ მათ გააცნობიერეს საგანთაშორის კავშირი. გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო რესურსებით“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ - ქართულის მასწავლებელი მანონ ბიბლაია, ხელოვნების მასწავლებელი დალი ნანავა, მუსიკის მასწავლებელი მარეხ ხურცილავა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება