სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
12-04-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის ორგანიზატორი ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.

„თაგოს საჯარო მოსწავლეებმა კვლავ ასახელეს სკოლა და დაიკავეს  III  საპრიზო ადგილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას.

„დირექცია ასევე მადლობას უხდის მოსწავლეებსა  და სპორტის მასწავლებელ გრიგოლ შანთაძეს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. მათ წარმატებას კი სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება