| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სახის ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.
სკოლაში, 9 პრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი თეა შავაძე გახლდათ. მან მოსწავლეებს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გააცნო და ამ დღის მნიშვნელობის, შედეგების შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ აღნიშნულ დღეს სიმღერები: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, „დაუკარით“ და „მაგრად დაჰკარით“ მიუძღვნეს.
ასევე ლექსები წაიკითხეს და აღნიშნულ დღეს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლაში ასევე მათ 9 აპრილის გმირთა ხსოვნას სტენდი მიუძღვნეს და ამით მათი სახელი უკვდავყვეს.
„სტენდი გაფორმებული იყო სანთლებითა და ნახატებით.. ღონისძიებაზე კი იყო სანთლები, მოზღვავებული ემოცია და ცმრემლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრდა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა