| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასებში პროექტი თემაზე - „ციფრული მოქალაქეობა“ წარმატებით განხორციელდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკითხის გარშემო გააზრებულად და სიღრმისეულად ჩამოაყალიბეს მოსაზრებები.
მათ ასევე კედლის გაზეთი და თემატური პლაკატები შექმნეს.
„მათ შესანიშნავად შეძლეს ინფორმაციის გადმოცემა, სიტყვიერი ინფორმაცია გამდიდრებული ჰქონდათ ფორმატის, სტატიისა და სურათების სახით“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
მოსწავლეთა პედაგოგი თეონა ღრუბელაძე გახლავთ, რომელიც თითოეულ მოსწავლეს პროექტში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
მსგავსი პროექტები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა