სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე“- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია დაიდგა
12-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის წმიდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მე-10 კლასში (დამრიგებელი თორნიკე ნამორაძე) ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, სკოლის მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა, წამყვანმა მასწავლებელმა მაყვალა ანთაძემ  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე“ დადგა. 

სცენარის ავტორი აღნიშნული პედაგოგი გახლდათ. მუსიკალურად კი ის ხელოვნების მასწავლებელმა - მაია ნამორაძემ გააფორმა. 

„ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქართველ პოეტთა ლექსებზე და ხალხური პოეზიის შედევრებზე იყო აგებული, რომლის შესანიშნავ სცენარსა და დადგმას მეათეკლასელთა ბრწყინვალე შესრულება აგვირგვინებდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხულ ლექსებთან ერთად, შეასრულეს ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

„განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ღონისძიების სულისჩამდგმელის მაყვალა ანთაძის მხატვრულად წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საგალობელი - „ჩემო პატრიარქო“ შეასრულეს.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე,მხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა ანთაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, გიმნაზიის კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი, ხარისხის სამსახურის მენეჯერი მარინა გოგოლაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება