| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, მე-7ა კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ მარინე ფერაძესთან ერთად, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - „რომი - რესპუბლიკიდან იმპერიამდე“, წარადგინეს. პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა რომის ლეგიონის შესახებ სლაიდშოუ და PP პრეზენტაცია მოამზადეს.
გარდა ამისა, საინტერესოდ იმსჯელეს საკთხზე - „მე რომ სენატის წევრი ვყოფილიყავი...“, გაარკვიეს რა გავლენა აქვს რომაულ მემკვიდრეობას თანამედროვეობაზე.
პრეზენტაციას საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის და ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. მე-7ა კლასის
დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე გახლავთ.
„მოგეხსენებათ, კომპლექსური დავალების შესრულებისას მთავარი როლი ეკისრება პროდუქტს, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამუშევრის წარდგენაა, სადაც მოსწავლე საუბრობს იმაზე, რა სტრატეგიები გამოიყენა ან რას შეცვლიდა, ახლა რომ იწყებდეს დავალების შესრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა