სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს 
12-04-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული და საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად კი, სკოლაში intel-ის 4 პროექტი განხორციელდა. 

პროექტი „ბედნიერი ხარ?" - მასწავლებლების ალისა ჩარკვიანისა და თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით გაიმართა. მის ფარგლებში, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა იყვნენ ონლაინ სივრცეში ფრთხილად, მოიქცნენ პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად. მათ მანქანური სწავლების არსი გაიაზრეს, შექმენეს მანქანა, რომელიც პასუხობს მათ შეკითხვებსა და ბრძანებებს.

პროექტი - „ტყის ხანძრების გამოძიება“ პედაგოგების თამარ მეშველიანისა და თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით განხორციელდა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაიაზრეს წვისთვის საჭირო პირობები, გააანალიზეს სივრცითი მონაცემები ტყის ხანძრის ადგილმდებარეობის ტენდენციების დასადგენად, შეეაფასეს ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებების როლი ტროპიკებში, რომლებიც იწვევენ ტყის ხანძარს, მათ Global Forest Watch Fires (GFW-Fires) გამოიყენეს, რომელიც ვებ-ზე დაფუძნებული GIS ინსტრუმენტია.

კიდევ ერთი პროექტი - „ჩემი 3D ვულკანი“ - გეოგრაფიაში, მასწავლებელ ეთერი ქუთათელისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის თამარ ჩხენკელის ჩართულობით, გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მე-7ა კლასის მოსწავლეებმა ამოიცანეს სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია ვულკანებთან, შექმენეს ვულკანის ტიპის 3D მოდელები, ახსნეს ვულკანების ამოფრქვევის მიზეზები, იმსჯელეს ვულკანური ამოფრქვევის ეფექტებზე, დაამზადეს პოსტერები, ხელით შექმნეს 3D ვულკანის მოდელი, მიმართეს tinkercad.com-ზე 3D დიზაინის ძირითად ფუნქციას და სხვადასხვა ტიპის ვულკანის მოდელი დაამზადეს. შემდეგ კი, აღნიშნული მოდელები საერთო პრეზენტაციის შეაქმნელად გამოიყენეს.

ბიოლოგიაში, მასწავლებელ დალი მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი „ხორცი თუ მარცვლეული“ განხორციელდა. მე-10ა კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა გააცნობიერეს, თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით ჩაწერისა და ორგანიზების გზებს გაეცნენ, მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა გაიგეს. მათ მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება შეძლეს. 

ყველა პროექტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება