| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში, სწავლებისას თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ფარის საჯარო სკოლის STREAM კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას STEM/STEAM/STREAM მიმართულებით.
ამჯერად სკოლაში, სასკოლო პროექტის - „STREAM კლუბის“, ფარგლებში, რიგით მეორე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „მიკროკონტროლერი, შემომავალი და გამავალი ინფორმაცია, პინები და პროგრამული ენის C++ შესავალი.
მონაწილეებმა, თეორიული მასალის ახსნისას პარალელურად შექმნეს tincercad.com-ზე მარტივი პროექტი - „შუქნიშანი“.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული მეცადინეობა დაეთმო ვირტუალური პროექტის რეალურ სივრცეში გადმოტანას, პრაქტიკული მეცადინეობა დაეთმო ელექტრონული კომპონენტების განხილვას და რეალური პროექტის შექმნას, შუქნიშნის სახით.
ასევე მონაწილეებმა, მარტივი კოდი შექმნეს და კოდის წერის პრინციპი გააანალიზეს.
რობოტექნიკის კურსს, STEM საგნის პედაგოგი, განათლების სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი, STEM მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე უტა კილასონია უძღვება.
პროექტი სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა