სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი პრეზენტაცია თბილისის N60 სკოლაში - მე-8 კლასის მოსწავლეებს თანაკლასელის კარდიოლოგი მშობელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ესაუბრა
12-04-2023
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

„სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით.

სკოლის ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის, როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მშობელთა მიზანმიმართულად გააქტიურებაში დიდ დახმარებას გვიწევს მათთან ერთად დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები“,- აღნიშნავენ თბილისის N60 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, ბიოლოგიის კლუბ „ბუნების კარის“ ინიციატივით, მე-8დ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე - „გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მისი დაავადებები“.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ამავე კლასის მოსწავლის - მარიამ რევაზაშვილის მშობელი „ჯანმრთელობის სახლის“ კარდიოლოგი ნინო ბედოიძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა გულის სხვადასხვა დაავადებებისა და ელექტროკარდიოგრამის დანიშნულებაზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემაზე მომზადებული მასალები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე ნანა ლომთათიძე, ბიოლოგიის პედაგოგი თამარ მოსეშვილი და კლასის ხელმძღვანელი მანანა ქარდავა.

„მშობელთა ჩართულობით კვლავ გაგრძელდება ღონისძიებები, რითაც მშობელი უკეთ იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია სადაც მას იღებენ, უსმენენ და მის აზრს ითვალისწინებენ, რაც დაეხმარება აქტიურად ჩაერთოს შვილის განათლებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება