სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხიკვთას საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩატარდა
12-04-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

შესაბამისად, 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩატარდა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი ია ზურაბაშვილი.

თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გიორგი მრევლიშვილის ფილმი - „12 გაკვეთილი“ ნახეს.

ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი ბაბუაზე, რომელიც ცდილობს აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში. დიდი გამოწვევების და ადგილობრივი რესურსების უქონლობის პირობებში, ვალერი შვილიშვილს იმ გაკვეთილებს ასწავლის, რაც ცხოვრებისეული გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარება. ბაბუა ცდილობს შვილიშვილს ასწავლოს ხელობა და განუვითაროს ისეთი უნარები რომელიც დაეხმარება დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება