სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანამედროვე სკოლის გამოწვევები“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართება
12-04-2023
-
+


22 აპრილს, კაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა მართავენ კონფერენციას თემაზე - „თანამედროვე სკოლის გამოწვევები“.

კონფერენცია ცნობილი ფსიქოლოგის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (იოსებ ოცხელის სახ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლა) და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგის, დიმიტრი უზნაძის, დაბადებიდან 137 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს:

  • სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებას;
  • პედაგოგებს შორის აკადემიურ დისკუსიას თანამედროვე სკოლის გამოწვევების შესახებ, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ;
  • სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და შემდგომ გაღრმავებას;
  • სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი შედეგები:

1) თანამშრომლობის გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
2) პროფესიული მიღწევებისა და გამოცდილების განზოგადება;
3) წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვა.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

განაცხადის ფორმა:

  • მომხსენებლის გვარი, სახელი:
  • სასწავლო სტატუსი:
  • ორგანიზაცია:
  • მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი:
  • მოხსენების სათაური:
მასალების გაფორმების წესი:
    
ტექსტის ენა - ქართული;

  • ტექსტური რედაქტორი WORD;
  • ფურცლის ზომა - A - 4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ1,5 სმ, მარცხნივ - 3სმ;
  • შრიფტი -Sylfaen;
  • შრიფტის ზომა - 12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
  • ნაშრომის მოცულობა 5 გვერდამდე;
  • ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა. შ.-TIFF 300dpi; 600dpi;
  • ფორმულების რედაქტორი-Microsoft equation 2.0 (2.1).

თეზისების ტექსტის ფორმატი:

თემის სახელწოდება: Sylfaen bold, 14;
ავტორი: Sylfaen, bold, 12, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ,
ძირითადი ტექსტი: Sylfaen 12.

კონფერენციაში /პროექტში ჩართვის უფლება აქვს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგს საქართველოს მასშტაბით.

კონფერენციის პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ  სერტიფიკატებს.

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა - 18.04.2023.

კონფერენცია გაიმართება 22 აპრილს ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში.

დასაწყისი - 12.00 საათზე;

კონფერენცია წარიმართება 2 სესიად, გათვალისწინებულია „ყავის შესვენება“.

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი:

  • შალვა კირთაძე -  ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (პროფესორი);
  • მამულო ბუჭუხიშვილი -  ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი (პროფესორი);
  • იმერ ბასილაძე - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი (პროფესორი);
  • მაია ახვლედიანი - პედაგოგიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პროფესორი);
  • ნათია ბრეგაძე - ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი;                       
  • მურად ჯიშკარიანი -  ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის  დირექტორი;
  • მარინე ჭეიშვილი - ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი;
  • მარინე რუსაძე - ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი.

აპლიკანტმა მონაცემები და ნაშრომი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ocxeli@gmail.com.

საკონტაქტო პირები: მარინე რუსაძე - 598 95 80 95; 577 19 69 21; marinarusadze@gmail.com,  მარინე ჭეიშვილი - 577 67 47 43, mcheishvili@gmail.com.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება