| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და სამოქალაქო კლუბ „თანასწორობის“ წევრმა მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობა მოაწყვეს.
ვიზიტი 29 მარტს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ აკადემია სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამერიკული აკადემია პარტნიორ სკოლებს უზიარებს გამოცდილებას დემოკრატიული მართვისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების შესახებ.
მოსწავლეებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესი და როგორ მუშაობს სკოლა.
ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში, რომელიც მიეძღვნება დემოკრატიულად სწავლების კონკრეტულ მეთოდს - დისკუსიაზე დაფუძნებულ სწავლებას, ჰარკნესის მეთოდის გამოყენებას.
„მადლობა ორგანიზატორებს - ქეთევან თოფაძეს და სიმონ ჯანაშიას ასეთი საინტერესო დღისთვის“, - აღნიშნავს სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა